ბათუმში წყლის ცენტრალური მილი გასკდა და ავტომობილები დააზიანა

ბათუმში წყლის მილი გასკდა, შედეგად ავტომობილები დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის მილი ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე დაზიანდა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  გზის სავალი ნაწილიდან წყლის ჭავლი ამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები.

კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, დაზიანების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს ცენტრალური მილის ეტაპობრივი გადაკეტვა.ა​დგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.