ბოლნისის “სიონმა” მესამე ამხანაგური შეხვედრა “იბერიასთან” გამართა

 მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბოლნისის „სიონმა“ მესამე ამხანაგური შეხვედრა მეოთხე ლიგის წარმომადგენელ „იბერიასთან” გამართა. ამხანაგური მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბოლნისელთაგან თავი ახალწვეულმა სანდრო კობახიძემ და სიონის კაპიტანმა, ჯაბა უგულავამ გამოიჩინეს.

მეტოქე გუნდიდან გოლები ვაჟა ლომაშვილმა და მერაბ მეგრელაძემ გაიტანეს.

ბოლნისური კლუბის მიზანი ეროვნულ ლიგა ერთში დაბრუნებაა.

ამ მიზნისთვის გუნდი ცდილობს სეზონს მომზადებული შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ეროვნული ლიგა 2, თუმცა სიონი მოსამზადებელ  ეტაპს აქტიურად აგრძელებს და მორიგი ამხანაგური შეხვედრას, 14 თებერვალს, „სპაერთან“ გამართავს.