“ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას”: “გავიგუდეს” ბანერი მერიის შენობაზე

“ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას” – ამ  სლოგანით  რუსთავის მერიის შენობაზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი გაშალეს. ჯგუფის  „გავიგუდეთ“ წევრებმა მოქალაქეებს 13 თებერვალს მერიის წინ დაანონსებული აქციის შესახებ შეახსენეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აქტივისტების მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტი ოთხ მარტამდე დაამტკიცოს.

როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 7 მარტს  კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

რუსთაველი აქტივისტები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ საქმე 130 000 რუსთაველის ჯანმრთელობას ეხება.

ცნობისთვის, კანონპროექტი 2 მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. როდის უყრის კენჭს მესამე მოსმენით საკანონმდებლო პროექტს ახალი მოწვევის პარლამენტი ჯერჯერობით უცნობია.