„გავიგუდემ“ საქართველოს მთავრობას წერილით მიმართა(+ვიდეო)

სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ საქართველოს მთავრობას წერილით მიმართა.

„2021 წლის 13 თებერვალს მოძრაობამ „გავიგუდეთ“ გამართა აქცია, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მე-3 მოსმენის ჩანიშვნის მოთხოვნით და თუ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი არ დაამტკიცებს 2021 წლის 4 მარტამდე, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ 2021 წლის 7 მარტს გამართავს მასშტაბურ აქციას“, – ნათქვამია წერილში.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკოლოზ მუსერიძემ TV4-ს განუცხადა, კანონპროექტის მიღების გონივრული ვადა სწორედ 4 მარტია.