გამყრელიძე: რეკომენდაციაა, რომ მე-4 კლასის შემდეგ პირბადე აუცილებელი იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის გამოყენება აუცილებელი იყოს, მე-5 კლასამდე კი – სარეკომენდაციო ხასიათის.

“დღეს ვესაუბრე განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, მოსწავლეებისთვის მე-5 კლასიდან ანუ მე-4 კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ტარება. ხოლო მე-5 კლასამდე უნდა იყოს რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.