დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

დავით ბაქრაძემ “ევროპული საქართველოს” წევრებთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე, ის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს.

“მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ “ევროპული საქართველოს” მომავალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ დავაყენო. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება. მე ვფიქრობ, რომ ამ პარტიაში ჩემი 4 წლიანი თავმჯდომარეობა წარმატებული იყო. კიდევ 4 წლით დარჩენა კი, იქნება ცუდი. მე მინდა ვიყო განახლებისა და როტაციის ნაწილი,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.