ელისაშვილი: ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება

ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, ჩამოვიდეს სააკაშვილი და სული ამოხადოს ქვეყანას,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშილმა დღეს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი დიალოგის გაგრძელებაა.

მისივე თქმით, ორივე მხარეს ავიწყდება ქვეყანაში არსებული კრიზისი და პანდემიის გამოწვევები.

“ერთი მხარეც და მეორე მხარეც ყველაფერს აკეთებს თავისი უგუნურებით, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, და ამის შედეგად, ჩამოვიდეს სააკაშვილი და სული ამოხადოს ამ ქვეყანას. ერთი მხარეც ყველაფერს აკეთებს – გირაოს არ გადავიხდი, ვერ დამიჭერ, აბა თუ მაგრები ხართ, ესენი – დაგიჭერ, იმუნიტეტს მოგიხსნი, სპეცრაზმი მიიყვანეს, თან ვერ მიიყვანეს- ერთსაც და მეორესაც ამ კუნთების თამაშის დროს ავიწყდებათ მთავარი, ამ პანდემიის დროს გაღატაკებულია ქვეყანა და პანდემიის დროს დაავადებული ადამიანები ტვირთის გადასაზიდი მანქანით მიჰყავთ უკვე და ასეთ ქვეყანაში, ასეთ დროს კუნთების თამაშს მოეშვან ერთიც და მეორეც, დასხდნენ და დაილაპარაკონ,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.