მარნეულში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების კონსულტაციების გამართვა დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.

მუნიციპალიტეტის ცნობით,  კრებები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე შედგა სამ ადმინისტრაციულ ერთეულში – ალგეთში, დამია-გეურარხისა და კაჩაგანში შემავალ სოფლებში.