კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით, სეს-მა ცხელი ხაზი აამოქმედა

მომავალი კვირიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და რესტორნების ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით, სურსათის  ეროვნულმა სააგენტომ ცხელი ხაზი აამოქმედა.

უწყების ცნობით, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს და კონსულტაცია გაუწიოს ბიზნესოპერატორებს უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიმართულებით, რათა მათი მხრიდან მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

ბიზსესსექტორებს შეუძლიათ, მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამსახურების სპეციალისტებს.

შეუფერხებელი კომუნიკაციის მიზნით იმუშავებს ცხელი ხაზი -1501.