კორონავირუსის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,97%-ია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,75%-ს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,97%, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,2%.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 757 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.