მარნეულში ოჯახის სამი წევრი დაიღუპა

მარნეულში ოჯახის სამი წევრი, ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახის სამი წევრი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.