რუსთავის, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის მე-8 საჯარო სკოლას ახალი სააქტო დარბაზი აქვს. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარბაზი შესაბამისი აღჭურვილობით ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყო.
“პანდემიის და პოსტ-პანდემიის პერიოდში, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, სკოლა გარკვეული საგანმანათლებლო თუ კულტურული ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებს.”-ნათქვამია სკოლის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.