სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის “გავიგუდეთ” ინიციატივით რუსთავში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა რუსთაველებმა, ქალაქის მთავარ მოედანზე ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს და “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის დამტკიცება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
აქტივისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 4 მარტს პარლამენტში, მესამე მოსმენით კანონი არ დამტკიცდება, პროტესტი გაგრძელდება და 7 მარტს მასშტაბური აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეებმა რუსთავის მერიიდან მანქანებით დაიძრნენ და საწარმოო ზონასთან საპროტესტო სიგნალით გადაინაცლეს.