“რუსთავის ინოვაციების ჰაბმა” მარნეულში შეხვედრა გამართა

მარნეულის მერიაში, “რუსთავის ინოვაციების ჰაბის” წარმომადგენლების ინიციატივით, მერიის თანამშრომლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხედრა, პროექტ ,,თანადაფინანსების ახალი მექანიზმები ქვემო ქართლის რეგიონში“- ის ფარგლებში შედგა, სადაც დამსწრეებმა, ახალგაზრდული მიმართულებით სამომავლო საქმიანობის პერსპექტივები განიხილეს და ახალგაზრდული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები წარმოადგინეს.

პროექტს, აფინანსებს UNDP-ს პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში.

პროექტის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში, მხარეების თანამშრომლობის გაზრდა და ინტერ სექტორული თანადაფინანსების პროცესების გაძლიერება, მათი ინსტიტუციონალიზაციის საშუალებით.