რუსთავში 177 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავში გამოკვლეული 177 პირიდან კორონავირუსზე  27-ის სწრაფი ტესტის პასუხი დადებითია. ამის შესახებ TV4-ს ქალაქის დიაგნოსტიკურ და ცხელების ცენტრებში განუცხადეს.

კერძოდ,  N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეული 46 პირიდან “კოვიდ-19” რვას დაუდასტურდა, 17 პირის ტესტის პასუხია დადებითი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. პოლიკლინიკაში ჯამში 117 ადამიანი გამოიკვლიეს.

მარდალეიშვილის კლინიკაში ტესტი სამ ადამიანს ჩაუტარდა, ყველა მათგანის საკვლევი ნიმუშის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება კლინიკა “რუსთავს”, ცხელების ზონაში 11 პირს ჩაუტარდა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ვირუსი 2-ს დაუდასტურდა.