ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში მსხვერპლი მოჰყვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სოფელ გელათთან ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.