არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ

ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ გუნდში და ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დაუშვებენ, რისი გარანტიაც საქართველოს პარლამენტია.

„მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში.

რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, ქვეყანაში არანაირ დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის სწორედ საქართველოს პარლამენტი“,-აცხადებს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.