აქცია პარლამენტთან: მოქალაქეები კარვებს შლიან

მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვებს შლიან.

ამ ეტაპზე, მათ კარვების გაშლაში სამართალდამცველები ხელს არ უშლიან.

პარალელურად, პარლამენტის წინ შეკრებილები გზის გადაკეტვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან უკვე ოპოციონერი ლიდერებიც. მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს.