“ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით და ამიტომ არის, რომ უკუღმართად მოქმედებენ”

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება მტრად მოეკიდა თავის ხალხს და საქართველოს მთავრობამ მტრობა გამოუცხადა თავის სამშობლოს“.

მისივე თქმით, მმართველი უკუღმართად მოქმედებს.

„ხილვადობა არ არისო, ვერ არის კარგიო, თქვეს, თუ არადა მოწმენდილია ცა, მაგრამ ეს ჩვენს გულებშია მოწმენდილი. მათთვის ძალიან მრუმეა ის ყველაფერი, რასაც უყურებენ, ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით და ამიტომ არის, რომ უკუღმართად მოქმედებენ. დიდი მადლობაო პოლიციასო, გმირები არიანო, ასე თქვეს დღეს. თვითონ იჯერებენ და უნდათ, სხვებსაც ასე დააჯერონ. ვინ არის გმირი, მეგობრებო. ათასი შეიარაღებული თავით ბოლომდე კბილებამდე პოლიციელი, რომელმაც მოქმედება დაგეგმა, ასევე კბილებამდე მტრობით შეიარაღებულმა მთავრობის წევრები, თუ ნიკა მელია, რომელიც მშვიდად, წყნარად იჯდა, თუ იდგა, თუ დადიოდა და ათასი შეიარაღებული დასჭირდა მის დატუსაღებას, რომელია გმირი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.