იდეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს: რა პროექტები განხორციელდა მარნეულში?

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში გამარჯვებულებმა საკუთარი პროექტები უკვე განახორციელეს.

ერთ-ერთი პროექტი წითელი სოფლის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეკუთვნის. პროექტის ფარგლებში,  ახალგაზრდების ინიციატივით,  სოფელში არსებული სპორტული მოედანი კეთილმოეწყო და საჭირო სპორტული ინვენტარი განთავსდა.

მეორე გამარჯვებული პროექტი სოფელ მარადისის ეკო-კლუბს „მაისი“ ეკუთვნის. კლუბის წევრებმა მოპოვებული  გრანტით, სოფელში არსებული კინო საჭირო ინვენტარით აღჭურვეს.

მესამე პროექტი „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემოა“, რომლის ფარგლებშიც მოიხატა ხიდის ბურჯი და სოფელ მოლაოღლიში დაირგო 35 ძირი ნერგი.

ჯამში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 11 პროექტი დაფინანსდა.