მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი თითქმის ორი თვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. ის ამ დრომდე რეანიმაციაში იყო.

თემურ წიკლაური იყო ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ასევე, ანსამბლ ივერიას სოლისტი. მას მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ს დამსახურებული არტისტის (1980 წელი), სახალხო არტისტისა (1990 წელი) და თბილისის საპატიო მოქალაქის (2010 წელი) წოდებები. ასევე, 1997 წელს ღირსების ორდენი გადაეცა.

2014 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.