“მონდომების შემთხვევაში, მელიას გასათავისუფლებლად მოინახება იურიდიული მექანიზმები”

მონდომების შემთხვევაში, მელიას გასათავისუფლებლად მოინახება იურიდიული მექანიზმები,- ამის შესახებ მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, მელიას საქმე პოლიტიზირებულია და სახელმწიფო სასამართლოს საქმეში თავიდანვე ერეოდა. 

“მონდომების შემთხვევაში, მოინახება ისეთი იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის მის ნიკა მელიას გათავისუფლებას.ჩემი აზრით, მთელი ეს საქმე, რაზეც მელიას აქვს ბრალი წაყენებული, არის პოლიტიზებული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თავიდანვე ერეოდა სახელმწიფო სასამართლოს საქმეში, როცა ბრალი ამ საქმეზე წაუყენა არა მხოლოდ მელიას, არამედ სხვებსაც”, — განაცხადა იოსელიანმა.