“რუსთავის კორპუსს” ახალი ხელმძღავენლი ჰყავს

საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში – აიპი “რუსთავის კორპუსს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

თანამდებობა დავით ხაჩიძემ დაიკავა, ხოლო სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მჭედლიშვილი მის პოზიციაზე გადავიდა. დავით ხაჩიძე 2014 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთავის მერის წარმომადგენელი იყო.

მან კორპუსების ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად 2020 წლის 31 დეკემბერს მიიღო.

ცნობისთვის, ყოფილი ხელმძღვანელი თემურ მჭედლიშვილი “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელის პოსტს დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იკავებდა, ის პოზიციაზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა.