წმინდა სინოდის განჩინება ცნობილია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 11 თებერვლის განჩინება ცნობილია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 11 თებერვლის განჩინება ცნობილია – ეკლესიის წმინდა სინოდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუსკვო რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

სინოდის სხდომაზე განხილული იყო 12 საკითხი, მათ შორის ვაქცინაციის საკითხებიც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.