საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 182 კილომეტრში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:29 საათზე მოხდა.