ხვალ რუსთავის “ხარები” თბილისის “აკადემიას” დაუპირსპირდება

რუსთავის „ხარები“ ხვალინდელი თამაშისთვის აქტიურად ემზადება.

რუსთაველები დიდი 10-ის ტურნირის ფარგლებში თბილისის „აკადემიას“ დაუპირისპირდებიან. ხარების მთავარი მწვრთნელის მამუკა მინდორაშვილის შეფასებით, ბიჭები ხვალინდელი თამაშისთვის მზად არიან და იმედოვნებს, რომ გუნდი მორიგ გამარჯვებას მოიპოვებს.

რაც შეეხება გუნდის მოთამაშეთა შემადგენლობას, ხვალინდელ თამაშზე დიდი ცვლილებები მათ არ შეეხებათ. ხვალინდელ შეხვედრას გამოეთიშება მორაგბე გიორგი კოშაძე, რადგან წინა თამაშზე ცხვირის ტრამვა მიიღო.

შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ თამაში პანდემიის გამო კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება.