“უნდა გენახათ, ღარიბაშვილის წარდგენისას უმრავლესობაში რა ემოციური ამოფრქვევა იყო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლადო კახაძის განცხადებით,  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას, გუნდში ოვაციები მოჰყვა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ყველა დადებითად შეხვდა, მათ შორის რეგიონებში.

“ირაკლი კობახიძეს დიდი მადლობა. ირაკლიმ, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა ზუსტი აქცენტი გააკეთა და პოლიტსაბჭოზე როგორც კი დაიწყო და დამთავრდა – მეტი მეორე კანდიდატი არ არის საჭიროო პოლიტბიუროს წევრებს უთქვამთ.

როდესაც უმრავლესობის წევრებს წარუდგინა ღარიბაშვილი, შენ უნდა გენახა რა ოვაცია, რა კარგი ემოციური ამოფრქვევა იყო ირაკლის დასახელებაზე. მერე რეგიონებში მოიარა და აბსოლუტურად ყველა დადებითად შეხვდა. გუნდის მობილიზაციისთვის ეს შეჯანჯღარება გამოდგა კარგი. დროულად მოხდა ყველაფერი ეს”-განაცხადა ლადო კახაძემ.