შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

 გეგმური მონიტორინგის შედეგად, შრომის ინსპექციამ ბათუმში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ადგილზე ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი. ვინაიდან აღნიშნული ფაქტი აკრძალულია საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, შ.პ.ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგს შრომის ინსპექცია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს და ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.