“ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი”

ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს, – ასე ეხმაურება “გირჩი- მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის გადაწყვეტილებას სადეპუტატო მანდატების არ შეწყვეტის შესახებ.

“თქვენ გეუბნებიან, გადასახადები უნდა წაგართვათ და ძალით უნდა ვტენოთ (მე არ ვიღებ, მაგრამ შინაარსი ამით არ იცვლება) ადამიანს, რომელსაც არ უნდა ამ საქმის კეთებაო, (თუნდაც არასწორად იქცეოდეს) პლიუს ძალით უნდა გამოვუყოთ და მოვაცდინოთ საოფისე ფართი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ შემოდისო. ცხრაასორმცაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო მაგრამ მაინც არ გავუშვებთო. ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ: საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს”, — წერს ზურაბ ჯაფარიძე.