წულუკიანი: პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”

თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს, სადაც ნიკა მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ დისტანციურად ეხმაურება.

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ  პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და  “მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს!”

“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”,”- წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.