10 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში გაგარინის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გამარჯვებაში.

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკაში რუსთაველის, იოანიდის, არისტოტელეს და მიმდებარე ქუჩებზე.

15:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, ახა, სარკინეთი, ქვემო კარაბულახი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.