გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, კუმისის ტბის დასახლება, მთის ძირი და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ზედგენიძის, ბელიაშვილის, სამგორის, ჯავახიშვილის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, ახალწყალი, წალასყური, მუხრან დაჩები და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.