5 თებერვალი | კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 258-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 თებერვალს, კორონავირუსი 583 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.