5 თებერვალი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 808 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 163, „პისიარ“ ტესტით 7 645.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 246 გამოჯანმრთელდა, 3 258 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 პირი.