სამადაშვილი: დღეს გავიღვიძეთ ახალ პოლიტიკურ რეალობაში

“ყველასთვის ცხადია, რომ არანაირი დამოუკიდებელი განსჯა და გადაწყვეტილება გუშინ არ შემდგარა”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა პოლიტიკური მითითება, რა უნდა გაეკეთებინა.

„მაგრამ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ ჩვენ დღეს გავიღვიძეთ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც გვითხრეს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ქვეყანაში გააუქმეს დემოკრატიული პროცესი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ მომხდარა. ეს არის ახალი პოლიტიკური ვითარება, საერთოდ პოლიტიკური გარემო, რომელიც უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, ვისაც გვსურს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. ვაპირებთ, ძალიან მშვიდად და მტკიცედ შევხვდეთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.