ბოლნისის ორ სოფელში სკოლები და ბაღები დაიხურა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა კაზრეთში და ბალიჭში სკოლები და ბაღები დაიხურა. ბოლნისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 8 დაბა კაზრეთს და ბალიჭს უკავშირდება.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფლებში დაწესებულებების დახურვის და საგანმანათლებლო პროცესის დისტანციური რეჟიმით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაბა კაზრეთში სულ ორი სკოლა და ერთი საბავშვო ბაღია, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს სოფელ ბალიჭშიც.

როგორც ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ია სვანიძემ TV4-ს განუცხადა, “კოვიდ-19”  მუნიციპალიტეტის არცერთ სკოლაში დადასტურებულა. დაბა კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლები სრულად დისტანციურ რეჟიმზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე გადავიდა.