მეწყერი მაღალმთიან აჭარაში – სოფელში მიმოსვლა შეზღუდულია

მეწყრული პროცესები  მაღალმთიან აჭარაში –  ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 11 სოფელში საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

შიდასასოფლო გზებზე მიწის მასაა ჩამოწოლილი, რის გამოც ადგილობრივები ამ დროისთვის შემოვლითი გზით სარგებლობენ.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ძირითადი მიმართულებებით დღის ბოლომდე აღდგება.

სტიქიის ზონებში 35 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.