გიორგი კეკელიძე „დათა პაპას სტიპენდიას” დააწესებს

პოეტი, პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე დათა პაპას სტიპენდიას აწესებს. ამის შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. გურული დღიურების ფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად”, – წერს კეკელიძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.