ვაქცინაციასთან კავშირი არ დგინდება – ტიკარაძე ექიმის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს პირველადი მოკვლევით, არ დგინდება კავშირი ვაქცინაციასა და “მედ კაპიტალის” ექიმის გარდაცვალებას შორის.

“რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკლვევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის. რეგულირების სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკლვევა” — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 31 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მედ კაპიტალის” ექიმი აცრიდან 2 კვირის შემდეგ დაიღუპა.