თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გარდაცვლილის მეზობლებმა გამოიძახეს და ამ დროისთვის, იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.