კობახიძე ჩანაწერებზე: თმის ღერი არავის ჩამოვარდნია

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ პრინციპული საკითხია, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.

მისი განცხადებით, გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით.

“გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი პრინციპული საკითხი არის ის, რომ, რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა არის ნაცმოძრაობის ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.

ჯერ გავრცელებულიც არ იყო ჩანაწერები, როცა ოპოზიციამ დაიწყო ლაპარაკი, რომ არ სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს, თუ ისინი არიან მოწადინებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და დასრულდეს წარმატებით, მათ ექნებოდათ სხვანაირი პოზიცია”- აცხადებს კობახიძე.