მსოფლიოში კორონავირუსზე უკვე 354 მილიონი ადამიანი აიცრა

მსოფლიოში კორონავირუსზე უკვე 354 მილიონი ადამიანი აიცრა. 121 ქვეყანაში ყოველდღიურად იცრება 9 მილიონ 140 ათასი ადამიანი. როგორც ბლუმბერგი წერს, აცრილი მოსახლეობის მასშტაბით ლიდერობს აშშ, მეორე ადგილზეა ჩინეთი და ევროკავშირი.

იტალია სექტემბრის ბოლომდე მოქალაქეების 80%-ის აცრას გეგმავს. ქვეყანაში ხვალიდან მაღაზიები, რესტორნები და სკოლები დაიხურება. სამი დღის განმავლობაში კი, აღდგომის პერიოდში, 3-დან -5 აპრილის ჩათვლით, ქვეყანა სრულ ლოქდაუნზე გადავა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 მილიონ 660 ათასს გადააჭარბა.