ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

“ბი-ბი-ბისის” ინფორმაციით, კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია.

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარკოზის მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.