ოთარ კიტეიშვილი: საქართველოს ნაკრებს ტოპ-ნაკრებებთან მოგებაც შეუძლია

2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან წაგება (1:2) ოთარ კიტეიშვილმა შეაფასა.

ძლიერ მეტოქესთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელის თქმით, „ჯვაროსნებს“ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ.

„ძალიან დასანანია, ვერც ერთი ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ამის შანსი, შეხვედრას ვიგებდით ისეთი მაღალი დონის გუნდთან, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ ამ საქართველოს ნაკრებს აქვს ის რესურსი, რომ ყველას, თუნდაც ტოპ-ნაკრებებს ეთამაშოს, მოუგოს, ან ქულა მაინც აიღოს. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.