დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ აცრილია 6 757 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებია ხელმისაწვდომი. აცრის შესაძლებლობა სამედიცინო პერსონალსა და 65+ წლის მოქალაქეებს აქვთ.