საფეხბურთო კლუბმა „გარდაბანი“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა

საფეხბურთო კლუბმა „გარდაბანი“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა „ლიახვი აჩაბეთის“ წინააღმდეგ.

შეხვედრა გლდანის მე-8 მიკრორაიონის მოედანზე გაიმართა. თამაში გარდაბნელთა სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ინფორმაციისთვის, ორივე საფეხბურთო კლუბი აქტიურად განაგრძობს მზადებას რეგიონ ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.

რეგიონ ლიგის გათამაშებამდე საფეხბურთო კლუბებს კიდევ რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვთ ჩასატარებელი.