ღარიბაშვილი: შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს ვიწყებთ

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაცით, საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, შეთანხმება უკვე გაფორმდა ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან.
მისი თქმით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა.

“მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო” – თქვა ღარიბაშვილმა.