გამოიდარებს თუ არა საქართველოში მიმდინარე კვირაში?

მიმდინარე კვირაში საქართველოში ამინდი ცვალებადი იქნება. კვირის განმავლობაში, შედარებით უკეთესი ამინდი 9 და 10 მარტსაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,11 და 12 მარტს საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება.

„9 და 10 მარტს თბილისში ნალექი არაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 8-9 გრადუსამდე დაფიქსირდება. 11 და 12 მარტს ამინდი ისევ გაუარესდება. 11 მარტს, სავარაუდოდ თოვლჭყაპი იქნება, 12 მარტს, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ქარია მოსალოდნელი. 13 და 14 მარტს თბილისში თოვლს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ღრუბლიანობა შენარჩუნდება და 3-დან 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 11 და 12 მარტს ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად – თოვლის სახით. 12 მარტს დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 13 და 14 მარტს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში ნალექი კვლავ შენარჩუნდება“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ.