ზუგდიდში თურქეთის მოქალაქეს მანქანა მოპარეს

ზუგდიდში, თურქეთის მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. დაზარალებული პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მეპატრონეს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში ჰყავდა გაჩერებული.ადგილზე მისულს კი საკუთარი ავტომობილი აღარ დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.