გიორგი ბაქრაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის ვაქცინაციის პოპულარიზების კაპანიის ფარგლებში აიცრა და მის მსგავსად სამინისტრო ასი ცნობილი ადამიანის აცრას გეგმავს.

უწყებაში აცხადებენ,  რომ მათ ვინაობას ეტაპობრივად გაასაჯაროებენ და ყველა მათგანი “ასტრაზენაკას” ვაქცინით აიცრება.